რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Washington Examiner: გერმანელმა ორმაგმა აგენტმა უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია რუსეთს გადასცა

Washington Examiner-ის ინფორმაციით, გერმანელ აგენტს, რომელიც ქვეყნის საგარეო დაზვერვის სამსახურში მუშაობს, უკრაინის ომის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის რუსი ოფიციალურ პირებისთვის გადაცემაში ედება ბრალი.

ბრალდებული ორმაგი აგენტი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც კარსტენ ლ, ფედერალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი თანამშრომელი იყო და ევალებოდა მოსმენების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება. მისი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე აგენტს წვდომა ჰქონდა დასავლეთის სხვა ქვეყნების, მათ შორის გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოსმენებით მოპევებულ ინფორმაციაზე.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აგენტს ბრალი ედება ბრიტანეთის ჯაშუშური სააგენტო GCHQ-დან და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში და მასალების რუსული ძალებისთვის გადაცემაში.

კარსტენ ლ გასულ კვირას ღალატში ბრალდებით დააკავეს და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

მანამდე, გასულ თვეს დააკავეს გერმანელი, რომელმაც ინფორმაცია რუსეთის დაზვერვას გადასცა. გერმანიის ოფიციალურმა პირებმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ შესაძლო რუსი ჯაშუშობის გამოვლენისთვის რამდენიმე მასშტაბური გამოძიება ჩაატარეს და გაავრცელეს გაფრთხილება, რომ კრემლმა შესაძლოა გააძლიეროს დასავლური დაზვერვის წრეებში შეღწევის ძალისხმევა. 

კომენტარები