რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: ასეთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ვერ გვექნება, ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ

ანალენა ბერბოკი
REUTERS/Lisi Niesner

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ასეთ რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლება. მისი განმარტებით ბევრი რუსის მსგავსად დასავლეთსაც მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთის ხილვა სურს, თუმცა ამის "ილუზიები არ აქვს". ამის შესახებ ბერბოკმა Digi24-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ცხადი უნდა ვიყოთ: ასეთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა არ შეიძლება. როგორც ბევრ რუსს, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი და დემოკრატიული რუსეთი, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის ილუზია - ახლა სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი საერთო უსაფრთხოების მუდმივი გაძლიერება რუსეთის პირისპირ". - თქვა ბერბოკმა.

ბერბოკის განმარტებით, უკრაინა ახლა არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ დასავლეთის უსაფრთხოებისთვის იბრძვის. სწორედ ამიტომ, მინისტრის განმარტებით, გერმანია იქნება უკრაინასთან "მანამ, სანამ საჭირო იქნება". 

"სანამ გაგრძელდება სასტიკი აგრესიული ომი და რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, ჩვენ თანდათან გავამკაცრებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ უკრაინა ასევე იცავს ევროპის თავისუფლებას. ამიტომ ჩვენ ვიქნებით მასთან მანამ, სანამ საჭირო იქნება - იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერით". - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

კომენტარები