რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირია

ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი, ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი, გამბედაობა და სიმამაცე. სათნოება, რომელიც ბოროტების დაძლევასა და სიკეთის კეთებისკენ გვიბიძგებს. 

გამბედაობის საბოლოო აქტი არის საქმის ბოლომდე მიყვანა და გამოაშკარავება. ჭეშმარიტება ანათებს ჩვენს გზას. ჩვენ ვიცით ეს, ჩვენ ვიცავთ მას. ჩვენი სიმართლე არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირია.

FACEBOOK-ზე წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

კომენტარები