კერკეტი კაკალი

"ეძღვნება ყველა კერკეტ კაკალს ფრონტზე" – უკრაინის თავდაცვამ DIE HARD-ის ვიდეო გამოაქვეყნა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელში Die Hard-ის ვიდეო გამოაქვეყნა. 

"ყველასთვის მოულოდნელად მთავარი გმირი ამარცხებს ცუდ ბიჭებს. ისტორია, რომელიც ყველას ძალიან მოგვწონს. ეძღვნება ყველა კერკეტ კაკალს ფრონტის ხაზზე. უკრაინა გაიმარჯვებს! იპი კი იეიი..."! – წერია პოსტში.

Die Hard-ის კადრებით აწყობილ ვიდეოში გამოცემა Time-ის გარეკანი ჩანს, რომელზეც ვოლოდიმირ ზელენსკია გამოსახული. ვიდეოს მიუყვება ტექსტი:

"ეს არის ისტორია თუ როგორ ჩაშალა ყველასთვის მოულოდნელად ერთმა გმირმა ტერორისტების მიერ დაგეგმილი სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ოპერაცია უნაკლოდ იყო დაგეგმილი, სანამ ყველაფერი არ შეიცვალა. მას არ უნდოდა ომი, მაგრამ ახლა დამარცხების უფლება არ აქვს".

Die Hard ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მძაფრსიუჟეტიანი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ბრიუს უილისი ასრულებს. სიუჟეტის მიხედვით შობის ღამეს ტერორისტები მძევლებით სავსე ცათამბჯენს იპყრობენ, ბოროტმოქმედებს მარტო ებრძვის პოლიციელი ჯონ მაკლეინი. ფილმის ბოლოს სცენაში მაკლეინი მიმართავს მთავარ ბოროტმოქმედს: "იპი კი იეიი ნაბ**ვარო". ვიდეოს ავტორებმა რუსეთი ტერორისტებს, ხოლო მაკლეინი ზელენსკის შეადარეს.

კომენტარები