აშშ-რუსეთი

ლავროვის შეფასებით, აშშ-ს პენტაგონიდან პუტინს მკვლელობით ემუქრებიან

ვლადიმირ პუტინი და სერგეი ლავროვი, 2018 წლის 17 ოქტომბერი
AFP VIA GETTY IMAGES

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ აშშ-ს თავდაცვის უწყებიდან, პენტაგონიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ლიკვიდაციით იმუქრებიან. ამის შესახებ მან რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ყველაზე შორს ვაშინგტონში წავიდნენ: იქ პენტაგონიდან ვიღაც "დაუსახელებელი ოფიციალური პირები", ფაქტობრივად, კრემლზე "თავის მომკვეთი დარტყმით" დაიმუქრნენ. არსობრივად საუბარია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ფიზიკური განადგურების საფრთხეზე. თუ ასეთი იდეები ვინმეს მართლა უჩნდება, ეს ვიღაც ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს ასეთი გეგმების შესაძლო შედეგებზე". – თქვა ლავროვმა.

ლავროვი არ აკონკრეტებს თუ რომელ "დაუსახელებელ ოფიციალურ პირებზე" საუბრობს და არ აზუსტებს ინფორმაციას, რომელსაც მისი სიტყვები ეყრდნობა.

კომენტარები