საფრანგეთი

პარიზში თავდასხმაში ბრალდებული მიგრანტების მიმართ "პათოლოგიურ" სიძულვილს აღიარებს

Alain Pitton / NurPhoto / NurPhoto via AFP

საფრანგეთის პროკურატურის ცნობით, პარიზში ქურთების წინააღმდეგ სასიკვდილო თავდასხმაში ბრალდებულმა მიგრანტების მიმართ "პათოლოგიური" სიძულვილი აღიარა.

უწყების ინფორმაციით, 69 წლის ბრალდებულმა გამომძიებლებს უთხრა, რომ "არაევროპელი უცხოელების" დახოცვას გეგმავდა. 

ეჭვმიტანილი პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კაცს ბრალი ედება ქურთების კულტურულ ცენტრში ცეცხლის გახსნაში - რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, სამი - დაიჭრა. 

თავდასხმა საფრანგეთის დედაქალაქის მე-10 რაიონში, რომელიც როგორც წესი, მოძრაობით დატვირთულია, შუადღისას მოხდა. ქუჩაზე ბევრი პატარა მაღაზია და კაფეა განთავსებული. გასროლა ქურთული კაფეს მიმდებარე ტერიტორიასთან განხორციელდა.

პროტესტის ნიშნად პარიზის ქუჩებში ხალხი გამოვიდა. დემონსტრანტების აგრესიის წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პროტესტმა თანდათანობით ძალადობრივი ფორმა მიიღო. მოქალაქეები ოფიცრებს ჭურვებს ესროდნენ, ნაგვის ურნები და რესტორნის მაგიდები ამოაყირავეს და ავტომობილი დააზიანეს.

კომენტარები