მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

წითლიძე: არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ

პირველ რიგში, შობა მინდა მივულოცო ყველას და ვთქვა, რომ დღეს არის დღე, როდესაც დაიბადა ქრისტე და რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, რომ გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს.

ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია, გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანი წითლიძემ. წითლიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მე-11 დღეა შიმშილობს.

კომენტარები