რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას

დღეს და მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. ვიღაც იხილავს პირველ ვარსკვლავს ბახმუტის, რუბიჟნოესა და კრემენნაიას ცაზე. ვიღაც დღესასწაულს სხვის სახლში აღნიშნავს, მაგრამ არა უცხოს - უკრაინელების სახლებში, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს. ვიღაც "შჩედრიკს" სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოსა და ბევრ სხვა ქალაქში და ქვეყანაში და ვიღაც შეხვდება ამ შობას ტყვეობაში, მაგრამ ახსოვდეს, რომ ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს.

სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ერთად ვიქნებით. მოდით, სურვილი ჩავიფიქროთ. ერთი ყველასათვის და ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს. ერთი ყველასათვის და ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ერთი ყველასთვის

ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს! როგორც ყოველთვის. მოდით გავიღიმოთ და ვიყოთ ბედნიერები, როგორც ყოველთვის. განსხვავება მხოლოდ ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას.

ქრისტე დაიბადა! მოდით ვადიდოთ იგი!

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში. 

კომენტარები