ქრისტეშობის დღესასწაული

დეკანოზი ილია: დღეს კათოლიკური შობა არ დგება, დგება შობა გასწორებული კალენდრით

ჩვენს მედიას და ჟურნალისტებს შევახსენებ, ან სულაც ვაცნობებ, რომ ამაღამ არავითარი "კათოლიკური შობა" არ დგება, არამედ დგება ქრისტეს შობა გასწორებული კალენდრით, რომელსაც აღნიშნავენ კათოლიკური ეკლესიაც, მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიათა უმეტესობაც და პროტესტანტული სამყაროც.

ამაღამ ქრისტეს შობა აღნიშნება კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში და მის ეპარქიებში ყველგან მსოფლიოში, ასევე საბერძნეთში, კვიპროსში, რუმინეთში, ბულგარეთში, ასევე ალექსანდრიის და ანტიოქიის უძველეს საპატრიარქოებში, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის და ამერიკის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებში!

ამიტომ ნება იბოძეთ ქართულმა მედიებმა და წელს მაინც საინფორმაციოებში მარტო რომის პაპის წირვის კადრებს ნუ გაუშვებთ, მონახეთ და აჩვენეთ ჩვენ უცოდინარ მოსახლეობას ქრისტეშობის წირვების კადრები მსოფლიო პატრიარქის, ბულგარეთის და რუმინეთის პატრიარქების, საბერძნეთის და კვიპროსის ეკლესიათა მეთაურებისა. ამას არ აკეთებთ და მერე გიკვირთ რატომაა ეს ხალხი ასეთ სიბნელეში და არ უნდათ საეკლესიო კალენდრის შესწორება.

თუ არ იცით სად ნახოთ ვიდეო კადრები, მე გასწავლით. როიტერს როგორმე გასცდით რა, როიტერს სულ არ აინტერესებს ათენში, სოფიაში, სტამბულში და ბუქარესტში შობა არის თუ არა, მაგრამ დაბნელებული საქართველოსთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია.

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე FACEBOOK-ზე. 

კომენტარები