რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონის ცენტრი დაბომბა, დაიღუპა 5 ადამიანი

რუსეთმა ხერსონის ცენტრი დაბომბა. ოკუპანტების თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 კი - დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაბომბვის შემდგომი ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ის, რაც ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ხალხის რეალური ცხოვრებაა. 

"სოციალური ქსელები, სავარაუდოდ, ამ ფოტოებს "სენსიტიური შინაარსის" კატეგორიაში გაიყვანენ, მაგრამ ეს არ არის სენსიტიური შინაარსი - ეს უკრაინისა და უკრაინელების რეალური ცხოვრებაა. 

ტერორისტი ქვეყანა რუსული სამყაროს დაბომბვისა და ძალაობის გზით შემოტანას აგრძელებს. დილა, შაბათი, შობის წინა დღე, ქალაქის ცენტრი. ეს არ არის სამხედრო ობიექტი. ეს არ არის ომის დადგენილი წესები. ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინებისა და სიამოვნებისთვის. 

მსოფლიომ უნდა დაინახოს და გაიგოს ის, თუ რა აბსოლუტურ ბოროტებას ვებრძვით". - წერს ზელენსკი.

კომენტარები