მსოფლიო ჩემპიონატი 2022

FIFA გამოიძიებს, როგორ მოხვდა Salt Bae ფინალის შემდეგ მოედანზე თასით ხელში

FIFA გამოიძიებს, რატომ დაირღვა პროტოკოლი 18 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, როდესაც ცნობილი მზარეული, Salt Bae მოედანზე თასით ხელში ფოტოებისთვის პოზირებდა.

მზარეული, რომელიც რამდენჯერმე შენიშნეს FIFA-ს პრეზიდენტთან, ჯანი ინფანტინოსთან ერთად, ფინალის შემდეგ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად იდგა და მსოფლიო ჩემპიონატის თასი ხელში ეჭირა.

მსოფლიო ჩემპიონატის თასი FIFA-ს შეფასებით "შეუფასებელი საკულტო ნივთია", რომელსაც ადამიანთა მცირე ჯგუფი შეიძლება შეეხოს - მათ შორის, წარსულში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები და ქვეყნების მმართველები.

FIFA აპირებს საკითხთან დაკავშირებით "შესაბამისი შიდა ზომები" მიიღოს.

18 დეკემბერს, კატარში არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდნენ. თამაშის დამატებითი დრო 3-3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი არგენტინამ საფრანგეთი დაამარცხა.

კომენტარები