კობახიძე: სანდუმ თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს უნდა მიხედოს

თვითონ სანდუს ჰყავს მოლდოვის, თუ არ ვცდები, მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს, ეს ერთი. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც არის დღემდე პატიმრობაში.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქალაქში ან აშშ-ში. მოწოდებას შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტიც, მაია სანდუ. 

კომენტარები