მიხეილ სააკაშვილი

სანდუ: მოლდოვა უერთდება ზელენსკის მოწოდებას, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ უმკურნალონ

მაია სანდუ
Reuters

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საკუთარ Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს მთავრობისადმი გაკეთებულ მოწოდებას უერთდება.

სანდუ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის ნება დართონ.

"მაღელვებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებით გამოწვეული სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი გართულებები. მოლდოვა უერთდება ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის საზღვარგარეთ წასვლის ნება დართონ". – წერს სანდუ.

აქამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის საშობაოდ სასჯელი გადაევადებინათ და სამკურნალოდ უკრაინულ, ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაეყვანათ.

კომენტარები