თვითონ სანდუს ჰყავს მოლდოვის, თუ არ ვცდები, მე-6 პრეზიდენტი პატიმრობაში, მაინც რომ შევახსენოთ ქალბატონ სანდუს, ეს ერთი. რაც შეეხება ზელენსკის, მისი ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში არაჟნების კონტეინერით გამოგზავნის სპეცოპერაციაში. აქედან გამომდინარე, ზელენსკის განცხადებას ვერ ექნება ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი, იმიტომ, რომ მისი ხელისუფლება იყო ჩართული სააკაშვილის გამოგზავნაში. სანდუმ უნდა მიხედოს თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს, რომელიც არის დღემდე პატიმრობაში.
მიხეილ სააკაშვილი
კობახიძე: სააკაშვილზე ზელენსკის განცხადებას ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი ვერ ექნება
tbl.ge/67zg
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უკრაინაში, ევროპის ნებისმიერ ქალაქში ან აშშ-ში. მოწოდებას შეუერთდა მოლდოვის პრეზიდენტიც, მაია სანდუ.
მიხეილ სააკაშვილიირაკლი კობახიძექართული ოცნებასაქართველო-უკრაინასაქართველო-მოლდოვამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




