რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: უკრაინისთვის აშშ-ს Patriot-ების გადაცემას, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს

პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოცდა Artemis Strike 2017-ის წვრთნებზე.
Anthony Sweeney

რუსეთის საელჩო აშშ-ში ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს, რომელთა მიხედვითაც აშშ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემას აპირებს.

"აშშ-ში დაიწყო საინფორმაციო კამპანია, თითქოს კიევისთვის მაღალტექნოლოგიური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების გადაცემისთვის ემზადებიან. თუ ეს ცნობები დადასტურდება, ჩვენ გავხდებით მოწმეები [ბაიდენის] ადმინისტრაციის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯის, რომელმაც, შესაძლოა, არაპროგნოზირებად შედეგამდე მიგვიყვანოს". – ამბობენ აშშ-ში მდებარე რუსეთის საელჩოში. 

აქამდე, გასულ დღეებში CNN-მა გაავრცელა ცნობა, რომ აშშ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემას აპირებს.

კომენტარები