რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: უკრაინელებს კვლავ მოძმე ერად მივიჩნევთ

ვლადიმირ პუტინი

“ჩვენ არაფერში ვართ დამნაშავე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. იცით ჩემი პოზიცია, უკრაინელ ხალხს მუდამ ძმურ ერად მივიჩნევდით, მე ახლაც ასე ვფიქრობ”-თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინი მიიჩნევს, რომ ორივე ქვეყანა "იზიარებს საერთო ტრაგედიას".

მისი თქმით, კონფლიქტი იყო "მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი" და არა რუსეთის პოლიტიკის დამსახურება.

„წლების განმავლობაში ვცდილობდით მეზობლურ ურთიერთობას უკრაინასთან, ვთავაზობდით სესხებს და დაბალფასიან ენერგიას, მაგრამ არ გამოვიდა”. -თქვა მან.

პრეზიდენტი პუტინი ამტკიცებს, რომ დასავლეთმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, მათ შორის უკრაინას,  "ტვინი გამოურეცხა".

კომენტარები