რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ნაწილობრივმა მობილიზაციამ გარკვეული პრობლემები გამოავლინა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას პრობლემები ჰქონდა.

"ამის შესახებ ყველამ იცის, ჩატარებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ გამოავლინა გარკვეული პრობლემები, რომლებიც ოპერატიულად უნდა გადაიჭრას. ვიცი, რომ აუცილებელ ზომებს იღებენ, მაგრამ მაინც საჭიროა ამაზე ყურადღების გამახვილება და ამ სისტემის თანამედროვედ გამართვა". – თქვა ვლადიმირ პუტინმა. 

ამას გარდა, პუტინის თქმით, გამოსასწორებელია სამხედრო კომისარიატების სისტემა.

ასევე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღიარა, რომ მობილიზაციის სისტემა სრულ მზადყოფნაში არ იყო. 

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  31 ოქტომბერს რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულებულად გამოაცხადეს.

კომენტარები