გაქცევა სასამართლოდან

ბრალდებული, რომელსაც 36-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, სასამართლო დარბაზიდან გაიპარა – [VIDEO]

არკანზასში ბრალდებული ჯოუი უოტსი სასამართლო დარბაზიდან გაიპარა. უოტსი იარაღის უკანონო ტარებასა და თავდასხმაში იყო ბრალდებული და 36-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. კანონდამრღვევი სასამართლო პროცესის მსვლელობისას ადგა და ჩქარი ნაბიჯით, სხვებისთვის შეუმჩნევლად დარბაზიდან გავიდა.

როგორც ვიდეოში ჩანს უოტსს შენობიდან გასვლაში არავინ შეუშალა ხელი. მეორე დღეს უოტსი პოლიციამ დააკავა, ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს, სასამართლომ კი 36-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები