2008 წლის აგვისტოს ომი

სიმონიანი პუტინს: მადლობა, რომ 2008-ში კაციჭამიას უფლება არ მიეცით, შეეჭამა აფხაზეთი-ოსეთი

ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, თქვენი მმართველობის ქვეშ მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, ახლა ალბათ ყველაზე შესაფერისი მომენტია იმის თქმის, რაც ყოველთვის მინდოდა.  მადლობა კაციჭამიების ჩაძაღლებისთვის. 20 წელზე მეტი ხნის წინ დაგვპირდით, გახსოვთ ალბათ თქვენი დაუვიწყარი ფრაზა "ჩაძაღლება". 20 წლის წინ არ მიეცით უფლება, თქვენგან გამოეგლიჯათ ჩვენი კავკასია...

მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მადლობა, რომ რამდენიმე წლის წინ შეწყვიტეთ ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღში. იმის ყურებით, რა ხდება დონეცკში, არ შეიძლება არ ნერვიულობდე და განიცდიდე. მადლობა, რომ ტკივილით, სისხლით, მაგრამ ამ კანიბალების სისხლიანი პირიდან გლეჯთ ჩვენს ხალხს, რომ ამაზე წახვედით. ჩვენ დაგეხმარებით ამაში, ჩავაძაღლებთ კაციჭამიებს, რამდენადაც თქვენ მოითხოვთ. ვემსახურები რუსეთს. 

თქვა პუტინის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა. რუსეთის პრეზიდენტმა ის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

კომენტარები