ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვსა და მინსკში გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვსა და მინსკში გაემგზავრა. შესაბამის ინფორმაციას მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვის შეხვდება არძინბა მოსკოვსა და მინსკში ე.წ. სამინისტროს ვებგვერზე დაზუსტებული არ არის, თუმცა, აღნიშნულია, რომ "სამუშაო ვიზიტის მიზანი, ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები განხილვაა".

აღსანიშნავია, რომ ბელარუსს ოკუპერიბული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. მიუხედავად ამისა, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

კომენტარები