რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: რუსეთის ახალ რეგიონებში მდგომარეობა უკიდურესად რთულია

Getty Images

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას "უკიდურესად რთული" უწოდა.

"განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა უსაფრთხოების ორგანოების დანაყოფებს, რომლებმაც რუსეთის ახალ რეგიონებში მოქმედება დაიწყეს. დიახ, თქვენ ახლა გიჭირთ, მდგომარეობა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკლქებში უკიდურესად რთულია. მაგრამ აქ მცხოვრები ხალხი, რუსეთის მოქალაქეები თქვენს, თქვენს მიერ დაცვის იმედად არიან". – თქვა პუტინმა უსაფრთხოების ძალების დღესთან დაკავშირებული სიტყვით გამოსვლის დროს.

ამას გარდა, პუტინმა უსაფრთხოების ორგანოებს მუშაობის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჭიროა კონტრდაზვერვის ძალების კონცენტრაცია. 

"აუცილებელია უცხოური სპეცსამსახურების მოქმედებების მკაცრად აღკვეთა, მოღალატეების, ჯაშუშებისა და დივერსანტების ოპერატიულად გამოვლენა". – თქვა პუტინმა.

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსირება წელს, 30 სექტემბერს გამოაცხადა. ოკუპირებული ოლქების ნაწილი უკრაინის კონტროლქვეშაა. 

კომენტარები