შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქრთამის აღების ბრალდებით შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი - ბ.კ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მოქალაქის მიერ თვითნებურად გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო, რათა შემდგომ მომსახურების სააგენტოში აღნიშნული ავტომობილის რეგისტრაცია უპრობლემოდ მომხდარიყო". - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები