ტრეილერი

კრისტოფერ ნოლანის დიდი აფეთქება – ოპენჰაიმერის პირველი ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Universal-მა კრისტოფერ ნოლანის ახალი ბიოგრაფიული დრამის, ოპენჰაიმერის ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმი რეალურად არსებული ფიზიკოსის, რობერტ ოპენჰაიმერის ბიოგრაფიას ეფუძნება. "ატომური ბომბის მამად" წოდებული მეცნიერის როლს კილიან მერფი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ემილი ბლანტი, რობერტ დაუნი ჯუნიორი, მეთ დეიმონი და ფლორენს პიუ.

ოპენჰაიმერი კინოგაქირავებაში 2023 წლის 21 ივლისს გამოვა.

კომენტარები