რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კისინჯერი: უკრაინაში მშვიდობისთვის მოლაპარაკებების დროა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა აღნიშნა, რომ ახლოვდება დრო დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში მშვიდობისთვის, რათა შემცირდეს კიდევ "ერთი დამანგრეველი მსოფლიო ომის რისკი".

კისინჯერი, სახელმწიფო მდივანი რესპუბლიკელი პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის დროს, არაერთხელ შეხვდა ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც ის პირველად გახდა პრეზიდენტი 2000 წელს.

მოლაპარაკებებისთვის მოთხოვნები შემდეგია: კრემლი აცხადებს, რომ კიევმა უნდა აღიაროს მოსკოვის მიერ სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების ანექსია. უკრაინა კი ამბობს, რომ ყველა რუსმა ჯარისკაცმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, მათ შორის ყირიმი, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს შეძლო.

"სამშვიდობო პროცესმა უნდა დაუკავშიროს უკრაინა NATO-ს, როგორი ფორმითაც არ უნდა მოხდეს ეს. ნეიტრალიტეტის ალტერნატივას აზრი აღარ აქვს". - წერს კისინჯერი ჟურნალ Spectator-ის სტატიაში სათაურით როგორ ავიცილოთ თავიდან მორიგი მსოფლიო ომი.

მანამდე, კისინჯერმა თქვა, რომ, მართალია, თავიდან უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას არ ემხრობოდა, მაგრამ რუსეთის მოქმედებების გათვალისწინებით, მისი თქმით, NATO უკრაინას უნდა მოექცეს ისე, როგორც მის წევრს.

 

კომენტარები