რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკფოლი: რუსებმა შეასრულეს ამაზრზენი ბრძანებები, ეს არამხოლოდ პუტინის, არამედ რუსების ომია

აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი აღნიშნავს, რომ მართალია, პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება შეჭრილიყო უკრაინაში, თუმცა ეს "ამაზრზენი, ბარბაროსული" ბრძანება რუსებმა აღასრულეს - ამიტომ ეს მხოლოდ პუტინის ომი არ არის. 

"რუსებმა უკრაინაში წარმოუდგენელი ბოროტმოქმედებები ჩაიდინეს. პუტინმა გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა, მაგრამ რუსებმა შეასრულეს მისი ამაზრზენი, ბარბაროსული ბრძანებები. ეს არ არის მხოლოდ პუტინის ომი. ეს რუსების ომია". - წერს იგი Twitter-ზე. 

მაკფოლმა დამატებით განმარტა, რომ რუსებში არ გულისხმობს ყველა რუსს.  

"მაგრამ რუსები ასევე (1) სჩადიან დანაშაულს უკრაინაში და (2) საკმარის არ აკეთებენ ომის შესაჩერებლად". - ვკითხულობთ ყოფილი ელჩის ტვიტში. 

კომენტარები