ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია მოშიმშილეებზე: დასაფასებელია, თუმცა ჩემი პარლამენტის შენობაში მისვლა გამორიცხულია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი თანაპარტიელი დეპუტატების შიმშილობის აქტს აფასებს, თუმცა პარლამენტში მისვლას გამორიცხავს. მისი თქმით, ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს. 

"დასაფასებელია, პატივსაცემია ესა თუ ის ფორმა, მათ შორის, მოშიმშილეების, თუმცა ფიზიკურად ჩემი პარლამენტის შენობაში მისვლა გამორიცხულია ბევრი მიზეზის გამო. იცით ჩემი დამოკიდებულება პარლამენტთან მიმართებით. სხვადასხვა ფორმა არსებობს კომუნიკაციის. ჩემი მყარი პოზიციაა, პარლამენტის შენობაში ნიკა მელია ფიზიკურად არ იქნება... მე დარწმუნებული ვარ, ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობას პარლამენტში ყოფნა არ სიამოვნებს. რაც შეეხება პარლამენტში მანდატების დატოვება-არდატოვებას, ამას პროცესი გვაჩვენებს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას".- ამბობს ნიკა მელია. 

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ენმ-ის სამი დეპუტატი პარლამენტში შიმშილობს. ანა წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია უკვე მე-4 დღეა შიმშილობენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო მათ რიგებს აბდულა ისმაილოვი გამოაკლდა და პარლამენტის შენობა დატოვა. 

კომენტარები