საქართველო-ევროკავშირი

24 ევროპარლამენტარი ევროკომისიას მოუწოდებს, საქართველო EU-ს როუმინგის სივრცეში ჩართოს

Shame Movement / Facebook

ევროპარლამენტის 24 დეპუტატი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს მიმართავს და საქართველოს ევროკავშირის როუმინგის სივრცეში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს თითოეული მოქალაქე ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. საქართველოს ჩართვა ევროპულ რეჟიმში, როგორც მათ სახლში, მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯია საქართველოს ევროპული ამბიციების რეალიზებისკენ.

საქართველომ ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვა აშკარა პრიორიტეტად რამდენიმე წლის წინ დაასახელა. მას შემდეგ საქართველო აქტიურად მუშაობდა რეგიონული როუმინგის (PRA) და სპექტრის (RSA) ხელშეკრულებების გაფორმებაზე. გარდა ამისა, საქართველოს მაღალგანვითარებული სატელეკომუნიკაციო სექტორი აქვს. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, ევროკომისია მხარს დაუჭერს ერთიანი როუმინგული სივრცის შექმნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის კოორდინირებული დახმარების გზით". – ნათქვამია ევროპარლამენტარების მიმართვაში.

ევროკავშირის ტერიტორიაზე როუმინგის ტარიფები 2017 წელს გაუქმდა. ცვლილების შედეგად ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მოქალაქეები სატელეფონო ზარებში, SMS-ებსა და მობილურ ინტერნეტში იხდიან იმდენივეს, რამდენსაც საკუთარ ქვეყანაში. EU-ს როუმინგის სივრცეში ჩართვა საქართველოს მოქალაქეებს იმავე შეღავათით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

კომენტარები