ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

წითლიძე: არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარ მე, მნიშვნელოვანია, როგორ არის პრეზიდენტი. იმ ფონზე, რასაც ის უძლებს იქ, ამ დროს საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი არის ჩემი ჯანმრთელობა. 

მე ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე არ ინერვიულოს არავინ. მნიშვნელოვანი არის, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა და რომ მოქმედებას და ბრძოლას მოაქვს საბოლოო გამარჯვება. გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ, ეს არის მთავარი მოთხოვნა. არ შეიძლება, ჩვენ პრეზიდენტს ვკლავდეთ ციხეში და არ შეიძლება, ამას ვუყურებდეთ ისე, თითქოს არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაში. 

ამბობს ენმ-ს დეპუტატი, ანი წითლიძე. წითლიძე მე-3 დღეა, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს. მასთან ერთად შიმშილობს ენმ-ს კიდევ 3 წევრი. 

კომენტარები