რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ეწვია.
BBC-ი წერს, რომ ომის დაწყების შემდეგ ვლადიმირ პუტინი საომარ ზონაში არცერთხელ ჩასულა.
პესკოვის თქმით, პარასკევს, 16 დეკემბერს პუტინმა შტაბში მთელი დღე გაატარა, "გაეცნო მუშაობის პროცესს, მოისმინა ანგარიში და გამართა შეხვედრა მეთაურებთან".
კრემლი შტაბბინის ზუსტ ადგილმდებარეობას არ ასახელებს.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დაესწრნენ.





