რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

REUTERS/Stoyan Nenov

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი უკრაინაში ომის გაჭინაურებისთვის ემზადება და NATO-მ კიევის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს მანამ სანამ პუტინი არ გააცნობიერებს, რომ "ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს".

"რუსეთი [უკრაინაში] ხანგრძლივ ომს გეგმავს. ვხედავთ, ისინი ახდენენ მეტი ძალების მობილიზებას, მზად არიან, გასწიონ დიდი მსხვერპლი, ცდილობენ მიიღონ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა". - თქვა სტოლტენბერგმა.

ბრძოლის ველზე წარუმატებლობის საპასუხოდ მოსკოვმა სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა გააძლიერა. 

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის ამ ომში დიდი ხნით იყოს და ახალი შეტევები დაიწყოს". - თქვა სტოლტენბერგმა. 

აშშ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის რაკეტების გაგზავნას გეგმავს. ოფიციალური პირების თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოაცხადებს. სტოლტენბერმა დაადასტურა რომ მოლაპრაკებები მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნა, რომ NATO-ს მოკავშირეები უნდა დარწმუნდნენ, რომ საკმარისი საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილებია იმისთვის, რომ გაგზავნილმა იარაღებმა წარმატებით იმუშაოს.

კომენტარები