მე სულ ვამშვიდებ ჩემ თანამშრომლებს, რომ არ მიაქციონ ყურადღება და ეს დამშვიდება მათ სჭირდებათ ყოველდღიურად, რადგან კოლოსალური ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით. შემოსვლის წამიდან, შემოიყვანეს თუ არა ეს პაციენტი, დაიწყო უწყვეტ რეჟიმში კამპანია. ჩვენ 10 დღეში დავდეთ ყველაფერი, წინასწარი დიაგნოზებიც და მუდმივი აპელირება, რომ დიაგნოზები არ აქვთ, სიცრუეა. ჩვენ გვაქვს დიაგნოზები. ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში, რადგან განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი გადავწონოთ. ჩვენ ვართ სამედიცინო მხარე და ჩვენი წარმატება გადავადებისა და გათავისუფლების სრულიად საწინააღმდეგო მხარეს დგას. ჩვენ ვართ მარტო ამ თვალსაზრისით და გარეთ ვინც არის, ექიმი, ექსპერტი, ადვოკატი, მომხრეები, პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მთელი ეს ამხელა მანქანა მომართულია ჩვენ წინააღმდეგ, რომ თქვენ ამას ვერ იზამთ, არ გამოგივათ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ნადირაძე სააკაშვილზე: განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს
tbl.ge/67ra
დაკოპირდა

კლინიკა ვივამედის დირექტორი, ნინო ნადირაძე TV იმედის ეთერში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.
ამავე თემაზე
- კირთაძე: სააკაშვილის სტრატეგიის კრიტიკისთვის ჯვარს გვაცვეს, დღეს გვარამიას იგივეს უწონებენ
- გვარამია: არასწორი იყო პოლიტპატიმრობის ხაზის მოხსნა და გადართვა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
- ბრეგაძე: სააკაშვილი თავად იწამებს თავს, თუ ვინმე აწამებს, ეს მისი პოლიტიკური გარემოცვაა
- ღარიბაშვილი ენმ-ს: რატომ აღარ ამბობთ არაფერს? გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა?
- ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლები არიან, ვინც მას ცრუ მოლოდინებს უქმნის