პირველ რიგში მინდა, საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, ჩემი მიზანი არ არის ცუდი ემოციებით თქვენი დატვირთვა, მინდა, ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მასთან შეთანხმებული, მაგრამ მე არ შემიძლია, ვუყურო ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი, რათა გადავარჩინო პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე, ამიტომ მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიწყებ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტს სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
წითლიძე: თუ ოცნებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ვიყო მე
tbl.ge/67qq
დაკოპირდა

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო.
ანა წითლიძემიხეილ სააკაშვილიმიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასაქართველოს პარლამენტიენმშიმშილობაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




