ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოები

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

პოლონეთის სეიმმა რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამისი რეზოლუციას დეპუტატების პროსამთავრობო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

"პოლონეთის სეიმი რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს, რომელიც ტერორისტულ ზომებს იყენებს". - ხაზგასმულია რეზოლუციაში.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, რუსეთი სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორის სამართალს, გაეროს რეგულაციებს და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. თავს ესხმის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, სჩადის ომის დანაშაულებს და აწყობს გენოციდს. ასევე, ახორცილებს ეკონომიკური სახის თავდასხმებს, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში. საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევით რუსეთი ჩადის დანაშაულს მშვიდობის წინააღმდეგ.

"ტერორიზმის ის ფორმები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და გენოციდია". - აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებენ, საუბარია მასობრივ მკვლელობებზე, სექსუალურ ძალადობაზე და წამებაზე. ასევე, ბავშვებს ართმევენ ოჯახებს და ახდენენ მათ რუსიფიკაციას. უკრაინის მოქალაქეებს იძულებით იწვევენ რუსულ ჯარში. ხაზგასმულია ისიც, რომ რუსეთი არღვევს ჟენევის კონვენციას ომის პატიმრების მოპყრობასთან დაკავშირებით.

კომენტარები