მიხეილ სააკაშვილის კადრები

თალაკვაძე სააკაშვილზე: კადრებმა დაადასტურა, რომ ის ექიმებთან არ თანამშრომლობს

მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს და გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც აქამდე ძალიან ბევრ ადამიანს ეჭვი და კითხვის ნიშნები ჰქონდა, რომ პაციენტი ექიმებთან არ თანამშრომლობს. ასევე, ის სრულფასოვნად არ იკვებება [...] სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ინტერესი დგას, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორმე ისევ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას.

კომენტარები