მიხეილ სააკაშვილის კადრები

მდინარაძე სააკაშვილის კადრებზე: ნარატივი, რაც ჰქონდათ, რომ ის კვდება, ტყუილი აღმოჩნდა

სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ჩავარდა. იმიტომ, რომ ეს ცნობილი ნარატივი, რაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ, რომ სააკაშვილი კვდება, ტყუილი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მედიები, პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ამ სპეცოპერაციას ლობირებდნენ და ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება - მაშინ კი არ კვდებოდა, არამედ, თურმე, მედპერსონალს უმძიმეს და მათ შორის, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ა.შ. მორიგი სპეცოპერაცია ჩავარდა. რაც შეეხება სააკაშვილის სიმულაციას, რაც ჩანს და უკვე ხელის გულზეა. სიმულაციამ აჩვენა შემდეგი, რომ მაგალითად, ეს ადამიანი ორმაგი რეკორდსმენი გახდა. მან შიმშილობის თვალსაზრისით ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა, როდესაც 50 დღეზე მეტი იშიმშილა. ახლა კი მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით მოხსნა რეკორდი და 3 საათი იშიმშილა. კადრების გავრცელების გარეშე, შესაძლებლობის ფარგლებში, რისი თქმის საშუალებაც ჰქონდა, ლაპარაკობდა უწყებაც და შესაბამისი ადამიანებიც, თუმცა, სპეცოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, ცდილობდნენ, რომ საზოგადოებისთვის ფეიკი დაემტკიცებინათ, რაც ჩავარდა.

ასე ეხმაურება ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებას.

კომენტარები