თურქეთი

სტამბოლის მერს საარჩევნო ადმინისტრაციის შეურაცხყოფისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს სამი წლის წინ თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წევრების შეურაცხყოფისთვის 2 წელზე მეტი ხნით თავისუფლების აღკვეთა და პოლიტიკური თანამდებებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა. 

მერის მხარდამჭერებთა აზრით, ეს ნაბიჯი 2023 წლის ეროვნული არჩევნების წინ მცდელობაა, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი გააჩუმონ. 

მერი, რომელიც მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას წარმოადგენს, სავარაუდოდ, განაჩენს გაასაჩივრებს. თუმცა, უცნობია განიხილება თუ არა საჩივარი მომავალი წლის ივნისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე.

ინფლაციის ზრდის კვალდაკვალ ერდოღანის რეიტინგი ეცემა. 

ეკრემ იმამოღლუმ არჩევნები 2019 წელს მოიგო, რაც დიდი დარტყმა იყო ერდოღანის პარტიისთვის - მათ შედეგები გაასაჩივრეს, თუმცა განმეორებით არჩევნებში, რომელიც რამდენიმე თვეში ჩატარდა, კვლავ მერმა იმამოღლუმ მოირგო. 

კომენტარები