რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: აშშ უკრაინისთვის "ჭკვიანი ბომბების" დანადგარების გადაცემას გეგმავს

იტალიაში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე ამერიკელი სამხედრო ბომბებს JDAM-ის სისტემას უმონტაჟებს.
Senior Airman Jessica Blair/31st Fighter Wing Public Affairs

გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, აშშ უკრაინისთვის ე.წ. "ჭკვიანი ბომბების" დანადგარების გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემასთან ამერიკელმა სამხედრო წყაროებმა ანონიმურად ისაუბრეს.

ამ დანადგარების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მაღალი სიზუსტე მიანიჭონ საბრძოლო მასალას, რომელსაც GPS სისტემები არ გააჩნია და მართვა შეუძლებელია.

სისტემის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახის იარაღზე. მათი მეშვეობით შესაძლებელია სამხედროებმა შექმნან ერთიანი პირდაპირი იერიშის საბრძოლო მასალა (JDAM), როგორც ამას პენტაგონში უწოდებენ. ამერიკელი სამხედროები ამ დანადგარებს დაახლოებით 900-კილოანი ბომბების მოდიფიკაციისთვის იყენებდნენ, ძირითადად თვითმფრინავებისთვის.

 გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, ან ეროვნული უსაფრთხოების რომელიმე მაღალჩინოსნამა JDAM-ების უკრაინისთვის გადაცემა თუ დაადასტურა. საქმესთან ახლოს მყოფი ანონიმური წყაროები არ ამბობენ, ამ სისტემას უკრაინელები საჰაერო საბრძოლო მასალებისთვის გამოიყენებენ, თუ სახმელეთო რაკეტებისთვისა და ჭურვებისთვის.

კომენტარები