საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და ბევრი ჩვენთაგანისთვის გულთან ახლოსაა. წლების მანძილზე ყურადღებას ვამახვილებით, რომ დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მრავალი პრობლემები არსებობს მოუგვარებელი ელემენტებით. ამიტომაც, საქართველოზე ანგარიში გარკვეულწილად კრიტიკულად არის შეფასებული. ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმების იმპლემენტაცია აუცილებელია. დაჩქარებული კანონებისა და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ადგილი არ არის. თუ არსებობს კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილი, ასევე იარსებებს ამის მიღწევის გზაც. სწორედ ამიტომ აუცილებელია ჩადენილი უსამართლობების გამოსწორება. საქართველომ მომდევნო ნაბიჯები უნდა გადადგას ევროკავშირი გაწევრიანების მიზნისკენ და პირდაპირ მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს, გვერდზე გადადეთ თქვენი განსხვავებები და ერთობლივად იმუშავეთ იმ დავალებების შესასრულებლად, რათა აასრულოთ თქვენი ძალიან ბევრი მოქალაქის მისწრაფებები.
საქართველო-ევროკავშირი
გრეგოროვა: მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს, გვერდზე გადადეთ განსხვავებები და ერთად იმუშავეთ
tbl.ge/67o4
დაკოპირდა

ამბობს ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის დეპუტატი, მარკეტა გრეგოროვა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- კობახიძე: როგორც ევროპარლამენტმა, ისე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც გაიუფასურა თავი
- კობახიძე რეზოლუციაზე: პირდაპირ დისკრიმინაცია ჩანს, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა
- 87% ფიქრობს, რომ საქართველომ EU-ს გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს - კვლევა
- ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ეს ყველაფერი საქართველოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება
- ევროპარლამენტმა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე კრიტიკული ანგარიში მიიღო




