რუსეთ-საქართველო

კითხვა უნდა იყოს რელევანტური, დროული – თავდაცვის მინისტრი კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი მტერი

თავდაცვის სამინისტრო

"რა უნდა გიპასუხოთ ამაზე? 20% ქვეყნის არის ოკუპირებული. თავდაცვის მინისტრისგან რომ გაიგებთ და კიდევ რამდენიმე ადამიანსგან, ეს შეცვლის რამეს? თქვენ როგორ ფიქრობთ არის?" - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კითხვას, არის თუ არა რუსეთი მტერი. 

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე არ პასუხობს ამ კითხვას. რაზეც თავდაცვის მინისტრი ამბობს - "არ პასუხობს იმიტომ, რომ არ მიიჩნევს დროულად ამ კითხვას. კითხვა უნდა იყოს რელევანტური".

კომენტარები