საუდის არაბეთი-ჩინეთი

სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოება მოითხოვა

სი ძინფინგი და არაბი ლიდერები
Saudi Press Agency

9 დეკემბერს არაბ ლიდერებთან გამართულ სამიტზე, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა ენერგეტიკული ვაჭრობის ჩინურ იუანში წარმოების მოთხვნა წამოაყენა.

ჩინეთი აპირებს აქტიურად განაგრძოს სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან ნავთობისა და გაზის იმპორტირება. თუმცა დოლარის ნაცვლად, სავაჭრო ვალუტა ჩინური იუანი იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია, მიიღებს, თუ არა რომელიმე ქვეყანა ამ წინადადებას, ან როდისთვის შევა აღნიშნული ცვლილება ძალაში. 

ეს ნაბიჯი ჩინეთის ამბიციური გეგმების ნაწილია. იგი ცდილობს, იუანი მსოფლიო მასშტაბით დომინანტურ სარეზერვო ვალუტად აქციოს, მაგრამ ამისათვის ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი. ამჟამად იუანი, გლობალურ ბაზარზე სხვა სავალუტო ერთეულებთან მიმართებაში, სრულად კონვერტირებადი ჯერ კიდევ არაა. 

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი საუდის არაბეთის პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან შესახვედრად რიადში ჩავიდა. ვიზიტის მთავარი მიზანი ნავთობის საკითხზე მოლაპარაკებებია. ლიდერები ასევე განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივ სავაჭრო კავშირსა და უსაფრთხოებას.

 

კომენტარები