როდესაც საუბარია წევრობის სტატუსზე, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები, როგორიცაა მოლდოვა და უკრაინა, სხვადასხვა ლიანდაგზე დგანან. ლიტვა ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თქვენთვის სწრაფ გზაზე დაბრუნების გასაღები კვლავ საქართველოს მთავრობის ხელშია. მე ძალიან მსურს, ვიხილო საქართველოს მთავრობის უფრო პროაქტიული მოქმედება, მეტი ენერგია, მეტი სიმტკიცე კანდიდატის სტატუსზე გადასვლისთვის. ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს იმედისმომცემი ნაბიჯები. პროგრესს, რომელიც, როგორც ვახსენე, გადაიყვანს საქართველოს გაწევრიანების მატარებელს უფრო სწრაფ ლიანდაგზე, არ მიუღწევია მათთან, ვისაც მხარდაჭერის დიდი სურვილი ექნება.
ევროკავშირი-საქართველო
ლანდსბერგისი: საქართველოსგან ვერ ვხედავთ იმედისმომცემ ნაბიჯებს კანდიდატობის მისაღებად
tbl.ge/67ma
დაკოპირდა

ამბობს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
გაბრიელიუს ლანდსბერგისილიტვა-საქართველოევროკავშირი-საქართველოევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისაქართველოს მთავრობაქართული ოცნება
ამავე თემაზე
- "სანქცირებაზე მასალას მივაწვდით შესაბამის უწყებებს" – 4 ოპოზიციური პარტია სტრასბურგში
- ფოტიგა: საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გაიაზრებს ისე, როგორც გამომსვლელებს ესმით
- EPP: ქართული ოცნება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება
- კუბილიუსი: ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი ევროპული მისწრაფება
- კრამონი: შეუძლებელია, რომ ხალხის ევროპული მისწრაფება წყლის ჭავლით დათრგუნო