NASA

NASA: მთვარის ისტორიული მისია Artemis I წარმატებით დასრულდა

მისია Artemis I - 25½-დღიანი უეკიპაჟო საცდელი ფრენა მთვარის ირგვლივ, რომლის მიზანიც მომავალი ასტრონავტებისთვის გზის გახსნა იყო, მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა, როდესაც NASA-ს Orion-ის კოსმოსური ხომალდი ოკეანეში წარმატებით ჩაეშვა. 

Orion-ის კაფსულა 11 დეკემბერს, 12:40-ზე ჩამოფრინდა და წყნარ ოკეანეში, მექსიკის, ბახა კალიფორნიის მახლობლად ჩამოფრინდა. 

NASA-ს მეცნიერების შეფასებით, მისიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საშიში ეტაპი სწორედ ხომალდის დაშვება იყო. 

"ძალიან აღელვებული ვარ. დღეს არაჩვეულებრივი დღეა". - თქვა NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა. 

NASA-ს ინფორმაციით, კაფსულა ახლა წყნარ ოკეანეში იშლება, სადაც ის ღამის 3 საათამდე დარჩება. პროცესი, ისევე, როგორც მთლიანი მისია, ამოწმებს იმას, თუ რამდენად მზად არის Orion-ის კოსმოსური ხომალდი ასტრონავტების გასაფრენად. 

Artemis I-ის მისიის წარმატებით განხორციელების შემდეგ, NASA ფრენის დროს შეგროვებულ მონაცემებს შეისწავლის და შეეცდება, აირჩიოს ეკიპაჟი Artemis II-ის მისიისთვის, რომელიც 2024 წელს აფრინდება.

Artemis II მიზნად ისახავს ასტრონავტების Artemis I-ის მსგავსი მიმართულებით, მთვარის ირგვლივ მოგზაურობას, თუმცა არ დაეშვება მის ზედაპირზე.

რაც შეეხება Artemis III-ის მისიას, რომელიც 2025 წელს იგეგმება, NASA-ს ცნობით, ასტრონავტებს სავარაუდოდ მთვარეზე კვლავ დააბრუნებს.

კომენტარები