თურქეთი

ერდოღანის თქმით, 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლოჯერ იყრის კენჭს

Burhan Ozbilici/AP

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ის მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლოჯერ იყრის კენჭს და "გზას ახალგაზრდებს" დაუთმობს.

"ჩვენ გადავცემთ ამ წმინდა დროშას ჩვენს ახალგაზრდებს". - დასძინა მან.

თურქეთში არჩევნები 2023 წელსაა დაგეგმილი.

ერდოღანის პარტია, რომელიც 2003 წლიდანაა მთავრობაში, დიდი ალბათობით, უმრავლესობას შეინარჩუნებს. თუმცა, მათ წინასაარჩევნო პერიოდში მოუწევთ გაუმკლავდნენ მწვავე კრიტიკას ბოლოდროინდელი ეკონომიკური ტურბულენტობის გამო, რომელიც ექსპერტების მიერ აღიქმება, როგორც მთავრობის არასწორი მენეჯმენტის შედეგი.

ბოლო წლებში რეკორდული ინფლაცია და ლირას ვარდნა ბევრი თურქი ამომრჩევლისთვის შემაშფოთებელია.

ოქტომბერში ერდოღანმა გაიმეორა თავისი დიდი ხნის სურვილი მოამზადოს თურქეთის ახალი კონსტიტუცია, რომელიც იქნებოდა "დემოკრატიული, მარტივი და ხედვითი“.

ეს პროექტი ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ აღიქმებოდა, როგორც თურქეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული საპრეზიდენტო ვადის მაქსიმუმ ორი ვადის ლიმიტის ცვლილების სურვილი.

ერდოღანმა ბოლო არჩევნებში 2018 წელს პირველ ტურში გაიმარჯვა, ხმების 52,5%-ით.

კომენტარები