რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

POLITICO: უკრაინამ რუსეთის აეროდრომებზე იერიშისთვის მოდიფიცირებული საბჭოთა დრონები გამოიყენა

უკრაინული Ту-141

გამოცემა POLITICO წერს, რომ, გასულ დღეებში, უკრაინამ რუსეთში ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით შორს მდებარე აეროდრომებზე იერიშები მოდიფიცირებული საბჭოთა წარმოების დრონებით მიიტანეს. 

გამოცემის ორი წყარო, რომლებიც მათი თქმით ოპერაციაში იყვნენ ჩართული, ამბობენ, რომ იერიშებისთვის Ту-141-ის ტიპის სადაზვერვო დრონები გამოიყენეს. POLITICO ხაზს უსვამს, რომ შემთხვევა მიუთითებს იმაზე თუ რამდენად შეუძლიათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინოვაცია. 

"მთავარი ფაქტორი მოულოდნელობა იყო. რუსეთი ასეთს არაფერს ელოდა. ახლა მზად იქნებიან". – თქვა გამოცემასთან ანონიმურმა წყარომ. 

5 დეკემბერს რუსეთში მდებარე ორ აეროდრომზე აფეთქება მოხდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოაცხადეს, რომ ეს უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგი იყო. დაადასტურეს სამი სამხედროს სიკვდილი და ოთხის დაშავება, ასევე ორი სტრატეგიული ბომბდამშენის დაზიანება.

5 დეკემბრის აფეთქებები სარატოვისა და რიაზანის აეროდრომებზე მოხდა. სარატოვის აეროდრომი ფრონტის ხაზიდან, დაახლოებით, 700 კმ.-ში მდებარეობს. რუსულ ბომბდამშენებს უკრაინაზე იერიშები ამ საჰაერო ბაზებიდან მიაქვთ.

ამას გარდა, რუსეთის ბრალდებით, უკრაინამ დრონით იერიში სცადა 6 დეკემბერსაც, კურსკის საჰაერო ბაზაზე.

უკრაინა საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები