Backstreet Boys

Backstreet Boys-მა ჰიტი I Want It That Way დისტანციურად შეასრულეს

Entertainment Weekly

ამერიკულმა ბოი-ბენდმა Backstreet Boy თავიანთი ჰიტი I Want It That Way დისტანციურად შეასრულეს. ჯგუფის თითოეული წევრი სიმღერის შესრულებისას სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებოდა.

ვიდეოს ჩაწერაში ბენდის წევრების ნიკ კარტერის და კევინ რიჩარდსონის შვილებმაც მიიღეს მონაწილეობა.

მუსიკალური რგოლი საქველმოქმედო კონცერტის Living Room Concert For America ფარგლებში ჩაიწერა. კონცერტიდან შემოსული თანხა ახალ კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. 

კომენტარები