სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

მაკრონი: 2023 წლიდან 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის აფთიაქებში პრეზერვატივები უფასო გახდება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის აფთიაქებში პრეზერვატივები უფასო გახდება. შესაბამის ცნობას მაკრონი თავადვე ავრცელებს.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიზეზი ახალგზარდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების ზრდაა. მისი თქმით, უფასო პრეზერვატივები პრევენციული პროექტის მხოლოდ ერთი ნაწილია და გარდა ამისა, აფთიაქებში ქალები უფასოდ მიიღებენ კონტრაცეპტივებს, 26-წლამდე მოქალაქეებისთვის კი უფასო გახდება დანიშნულების გარეშე აივ-სკრინინგი (HIV) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი.

ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნების თქმით, 2020 და 2021 წლებში საფრანგეთში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება 30%-ით გაიზარდა.

კომენტარები