ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მოზარდებში - სტატისტიკა

ოთხშაბათი, 12 სექტემბერი, 2018 - 15:39
tbl.ge/34cu
დაკოპირდა

​ბევრ მშობელს სჯერა, რომ თუ მოზარდს სექსზე ინფორმაციას არ მიაწვდის, მას სქესობრივი კონტაქტი სრულწლოვნობამდე არ ექნება. თუმცა, სპეციალისტები თანხმდებიან და სხვადასხვა კვლევაც ადასტურებს, რომ სექსუალური განათლება კი არ აჩქარებს პირველ სქესობრივ აქტს, პირიქით, მოზარდს ამ ნაბიჯის გააზრების საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, ასეთ დროს გაცილებით ნაკლებია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) რისკი.

ტაბულამ არასრულწლოვნებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ მოზარდებში ბოლო წლებში გამოვლინდა სიფილისის, ტრიქომონიაზის და სხვა ინფექციები.

ხაზგასასმელია, რომ ეს სტატისტიკა ეყრდნობა ექიმთან მიმართვიანობას. შესაბამისად, უცნობია რამდენ მოზარდს ჰქონდა ინფექცია და სპეციალისტისთვის არ მიუმართავს.

გთავაზობთ 2016-2018 წლებში ასაკისა და სქესის მიხედვით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევებს. აღსანიშნავია, რომ მონაცემები შეკრებილია 0-14 და 15-19 წლის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შესაბამისად, შეუძლებელია არასრულწლოვანთა შორის დაფიქსირებული ინფექციების ზუსტი რაოდენობის გამოყოფა.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში საქართველოში 342 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა, მათგან 36-მა აბორტი გაიკეთა. უფრო მაღალია მაჩვენებელი წინა წლებში: 2017 წელს 813 ორსულობა და მათ შორის 103 აბორტი, 2016 წელს კი 1190 ორსულობა და მათგან 103 აბორტი. გარდა ამისა, ბოლო წლებში არასრულწლოვნებში გამოვლინდა სიფილისის, ტრიქომონიაზის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც.

შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, თუ მოზარდებს ეცოდინებოდათ ორსულობის ან დაავადებების რისკის და თავის დაცვის შესახებ? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შესაძლებელია, რომ მეტი ინფორმირებულობა საფრთხეებს ამცირებს.

რეპროდუქტოლოგები, ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები და სექსოლოგები მოზარდებში სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე მრავალი წელია საუბრობენ.

წაიკითხეთ, რატომ უნდა ჰქონდეთ მოზარდებს ინფორმაცია სქესობრივ ჯანმრთელობაზე და რას აპირებს განათლების სამინისტრო.

სგგდსქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიდაავადებათა კონტროლის ცენტრისქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მოზარდებშისიფილისიტრიქომონიაზიგონოკოკური ინფექციაქლამიდიური ავადნყოფობებიანო-გენიტალორი ჰერპესვირუსული ინფექციასექსუალური განათლებასექსუალური ჯანმრთელობასქესობრივი ჯანმრთელობა

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 8 დეკემბერი, 2022 - 22:53მაკრონი: 2023 წლიდან 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის აფთიაქებში პრეზერვატივები უფასო გახდება

კომენტარები

ბოლო სიახლეები

მედია: ეკონომიკური უწყებები პუტინს ომის ხარჯების სიმძიმეზე აფრთხილებენ
ორშაბათი, 1 ივნისი, 2026 - 21:44

მედია: ეკონომიკური უწყებები პუტინს ომის ხარჯების სიმძიმეზე აფრთხილებენ

მოსკოვი სომხეთს რუსეთში ხილის ექსპორტზე ახალ შეზღუდვებს უწესებს
ორშაბათი, 1 ივნისი, 2026 - 21:19

მოსკოვი სომხეთს რუსეთში ხილის ექსპორტზე ახალ შეზღუდვებს უწესებს

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
ორშაბათი, 1 ივნისი, 2026 - 20:06

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება

ბატონო ბიძინა, გთხოვთ, დაინტერესდეთ დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემით - მშობლები
ორშაბათი, 1 ივნისი, 2026 - 19:46

ბატონო ბიძინა, გთხოვთ, დაინტერესდეთ დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემით - მშობლები

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მეორე ეპიზოდით გრძელდება  - მხარდამჭერი BOG (რ)
ორშაბათი, 1 ივნისი, 2026 - 19:38

“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მეორე ეპიზოდით გრძელდება - მხარდამჭერი BOG (რ)

ყველაზე კითხვადი

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი ირაკლი ჩიხლაძეა
1ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კიდევ ერთი პირი ირაკლი ჩიხლაძეა
2ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა
3ინდოელი სტუდენტი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს
4რუსეთის მიერ დომინირებული ევრაზიული კავშირი სომხეთს წევრობის შეჩერებით ემუქრება
5NGO-ს დამფუძნებელი თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან - დაკავებულია 1 პირი

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში