თეა წულუკიანი

"თავსაფარი უნდა ვუყიდო, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ" – წულუკიანი მოქალაქის ირონიაზე

თეა წულუკიანი

"თავსაფარი უნდა ვუყიდო, აბა, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ". - ასე პასუხობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყოფილი თანამშრომლის, თაკო სონღულაშვილის ირონიას. 

"სონღულაშვილი ვინაა, ბატონო გიორგი? თავსაფარი უნდა ვუყიდო. აბა, მანდილებს ეგეთები ვერ იხურავენ. ყიიი, ყიიი, ნისკარტი არ მოგიცვდეს, გოგონი". - დაწერა წულუკიანმა ისტორიკოს გიორგი კალანდიას Facebook-პოსტზე. 

გიორგი კალანდიამ ილია ჭავჭავაძის მუზეუმთან დაკავშირებით თაკო სონღულაშვილის ირონიული კომენტარის სქრინი გამოაქვეყნა. მუზეუმი წელს ევროპის მუზეუმების ფორუმის კონსურსის ოფიციალური ნომინანტი გახდა. სონღულაშვილი წერდა: 

"ილიას გაუმართლა, რომ კალანდიას ხელში არ იყო ეს მუზეუმი, თორემ აუცილებლად ვიხილავდით თავსაფარწაკრულ წულუკიანს - როგორ უნთებს სანთელს წმ. ილია მართლის ხატს.  

დღეს ეს არის მუზეუმი, სადაც მხოლოდ კულტურული აქტივობისა და ფოტოების გადასაღებად არ მიხვალ, ეს არის მუზეუმი, რომელიც ინტერპრეტაციების გარეშე ყვება საქართველოს მტრებსა და მოყვარეებზე. ქვეყნის წარსულსა და ჩვენს უალტერნატივო - ევროპულ ოჯახზე.

2023 წლის ევროპის მუზეუმის კონკურსზე (EMYA2023) წარდგენილ 33 მუზეუმს შორისაა ჩემი საყვარელი მუზეუმი.

ძალიან ვულოცავ ნინი სანადირაძესა და გაერთიანების ყველა თანამშრომელს ამ წარმატებას. ამ პოლიტიკურ კონტექსტში მიღწეულ ასეთ წარმატებას მეტი ფასი აქვს. ასეთი წარმატება თავდადებაა ხოლმე :)". 

კომენტარები