მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე იქნა თავიდან აცილებული. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, არიან ოპოზიციიდან და იქიდან ცდილობენ ომის დაწყებას, მეორე ფრონტის გახსნას, ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად, ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში თუ არ გაუკეთებიათ მანამდე?
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პრემიერი: გონივრული პოლიტიკის შედეგად ავიცილეთ II ფრონტი, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ
tbl.ge/67d9
დაკოპირდა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მიუსამძიმრა უკრაინაში 3 დეკემბერს დაღუპულთა ოჯახებს და კვლავ "ომის პარტიაზე" ისაუბრა. მისი მტკიცებით, "ომის პარტიის ორგანიზებულია ეს ტრაგედია, თანამოქალაქეები მიჰყავთ უკრაინაში".
ამავე თემაზე
- NATO-ს შეფასებით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 1.4 მილიონი სამხედრო დაკარგა – EP
- ზელენსკი: არ გვსურს, რომ მტრის გამო უკრაინა დაიწვას, თუ ეს მოხდება, მოსკოვიც დაიწვება
- ბელგია თავისი ყველა F-16 გამანადგურებლის უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს – Ukrinform
- უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
- ზელენსკი: მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამ კვირაში მეორედ დავარტყით




