Yandex

კომპანია იანდექსის მრჩეველი კრემლთან დაახლოებული პირი, ალექსეი კუდრინი გახდება

ალექსეი კუდრინი

რუსეთის უმსხვილესი ინტერნეტკომპანია იანდექსის მრჩეველი კორპორაციული განვითარების საკითხებში კრემლის მოკავშირე, რუსეთის ანგარიშთა პალატის ყოფილი ხელმძღვანელი, ალექსეი კუდრინი გახდება.

ინფორმაცია საკუთარ ტელეგრამ-არხზე თავად კუდრინმა დაწერა.

"მივიღე იანდექსის შემოთავაზება გავმხდარიყავი კორპორაციული განვითარების მრჩეველი". – დაწერა კუდრინმა. 

კუდრინის თქმით, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, ის დაკავებული იქნება ახალი ჰოლდინგის კორპორაციული სტრუქტურის შექმნით, რაც, მისივე მტკიცებით, ხელს შეუწყობს კომპანიის განვითარებას, მათ შორის საერთაშრისო ბაზარზე.

კომენტარები